|
2025-01-27 18:06:38, 715 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს - ვიდეო
გენერალურ პროკურატურასთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ, ახლა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს, ხოლო გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, მიმართავენ, რომ სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს. ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიების და გამოცემების ჟურნალისტები, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მზია ამაღლობელი დაკავებიდან დღიდან შიმშილობს, და მისი შიმშილობის მე-16 დღეა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)