|
2025-01-27 16:19:25, 551 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კითხვებს არ უპასუხა - ვიდეო
ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების მიერ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. მიხეილ სარჯველაძე, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მივიდა, რა დროსაც მას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელის კოლეგები დახვდნენ მოწოდებით „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. ჟურნალისტებმა ღონისძიებაზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 16 დღეა შიმშილობს და იგეგმება თუ არა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზედაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პირობებში ის კითხვებს არ უპასუხებდა. მიხეილ სარჯველაძე ღონისძიებას არ დაესწრო. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)