|
2025-01-26 10:44:21, 956 ნახვა
პოლიტიკა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. - ამის შესახებ ჟურნალისტი "მთის ამბების" მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი აცხადებს. მისი ინფორმაციით, მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. "„მთის ამბებმა“ მასთან ინტერვიუ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო. ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ." - აცხადებს გელა მთივლიშვილი. ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ" - თქვა მან "მთის ამბებთან" ინტერვიუში 2025 წლის იანვრის დასაწყისში გოდოლაძე თბილისის მერიას დაუპირისპირდა 6 ცათამბჯენის იპოდრომზე აშენების გამო. "უკვე აზრი არა აქვს, წერე და ილაპარაკე, მაინც “მოჭიდავეები” წყვეტენ ყველაფერს. მერიაში საჩივრის განხილვაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია. დავდივართ მერიაში განხილვებზე, ოთახში მჯდომთანაგ, ყველამ იცის, რომ მართლები ვართ, მაგრამ ყუფარაძე რეკავს და ჰა, ახალე თავი კედელს. სასამართლო ცალკე კარიკატურადაა ქცეული." დაწერა მან 4 იანვარს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)