01:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 16:52:03, 899 ნახვა

საზოგადოება
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ - ვიდეო

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ლექტორები საპროტესტო მარშს მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია „გააშუქე სიმართლე".

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი. 

დემონსტრანტები აღმაშენებლის ხეივნიდან მსვლელობით ჯერ „პოსტივისთან“ მივლენ, შემდეგ „იმედთან“ და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.

მარშის მონაწილეების განცხადებით, ტელეკომპანიებთან მისვლის მიზანია, რომ მათ სიმართლე გააშუქონ. ასევე, ისინი მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსვლელობის მონაწილეები სრულად გადაკეტავენ აღმაშენებლის ხეივანს, დაჯარიმდებიან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics