12:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 08:21:32, 576 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დაბლოკა

სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოსამართლის განმარტებით, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმება აშკარად არაკონსტიტუციურია.

„სად იყვნენ ადვოკატები აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებისას?“ - აღნიშნა მოსამართლემ.

დონალდ ტრამპი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ამასთან, მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება სურთ შტატებს, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება აშკარად არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორების, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული პირებისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics