|
2025-01-23 13:08:43, 444 ნახვა
საზოგადოება
„ბათუმელები“ - ოპერატორი გიორგი მურვანიძის დაკავების შემდეგ, პოლიციაში მის მობილურ ტელფონში არსებული ყველა ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს
გამოცემა „ბათუმელების“ რედაქციაში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ოპერატორის, გიორგი მურვანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. როგორც მურვანიძე აცხადებს, მას საკუთარ ტელეფონში ჰქონდა დაფიქსირებული როგორც ბათუმის პოლიციის უფროსთან საუბარი, სადაც ისმის მუქარა და მისი დაკავების პროცესი, თუმცა პოლიციის განყოფილებაში დაბლოკილ მობილურ ტელეფონში არსებული ყველა ფაილი და პირადი მონაცემი წაშალეს. საია-ს აჭარის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძის თქმით, რომ მათ უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას. წულუკიძემ აღნიშნა, რომ მოითხოვენ გამოძიებას ფაქტთან დაკავშირებით, რადგან პირად მონაცემებზე უკანონო წვდომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. „გურამის ყველა ნივთი დაკავების შემდეგ იყო დალუქული, 21 იანვარს გათავისუფლების შემდეგ მას ასევე დალუქულ მდგომარეობაში დაუბრუნეს პირადი ნივთები და ხელიც მოაწერინეს შესაბამის აქტზე, თუმცა დაბლოკილ ტელეფონში აღარ აღმოჩნდა არცერთი ფაილი და პირადი მონაცემი“, – განაცხადა თამარ წულუკიძემ. ინტერნეტგამოცემა „ბათუმელებში“აცხადებენ, რომ მურვანიძის დაკავება იყო გამოცემის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ სახელისუფლებო შეტევის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)