|
2025-01-22 21:17:58, 1115 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ - შერატონი არ არის უსაფრთხო
ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით „შერატონი არ არის უსაფრთხო“. პარტიის წევრი, ვიკა ფილფანი, აცხადებს, რომ პროკურატურამ მთლიანად გაიტანა სერვერები, რომელზეც ინახებოდა ძალადობის ამსახველი კადრები, მათ შორის, ორგანიზებული თავდასხმის კადრები, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა. ფილფანი აღნიშნავს, რომ ამ სერვერებზე ასევე ინახებოდა უამრავი ადამიანის პერსონალური მონაცემი. „დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს ვუთხრათ, ეს სასტუმრო არ არის უსაფრთხო. ეს სასტუმრო შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს ძალადობის ხელისდამფარებელი და მონაწილე, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს“, - განაცხადა ვიკა ფილფანმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)