10:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 15:31:39, 397 ნახვა

მსოფლიო
სერგეი რიაბკოვი - ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს

ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„დღეს აშშ-ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების შესაძლებლობების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია, მაგრამ თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელის დროს არსებულ უიმედობასთან შედარებით, დღეს შესაძლებლობების ფანჯარა არსებობს, თუმცა მცირე“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთმა ვაშინგტონთან ურთიერთობაში რისკები შეამციროს.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ვისთან გვაქვს საქმე, როგორ ავაშენოთ ვაშინგტონთან ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ შესაძლებლობები და შევამციროთ რისკები“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics