|
2025-01-22 13:39:20, 870 ნახვა
ეკონომიკა
შარშან დენის იმპორტი გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია
შარშან საქართველომ 1.2 მილიარდ კვტს.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია იყიდა. აქედან 969 მლნ კვტს საათი რუსეთიდან, 186 მლნ კვტ.სთ კი აზერბაიჯანიდან, ხოლო 73 მლნ კვტს.სთ სომხეთიდან. იმპორტირებული ელექტროენერგიიდან 418 მლნ კვტსთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. ყველაზე მეტი დენი წელს ქვეყანამ დეკემბერში იყიდა თითქმის 293 მლნ კვტს.სთ. ელექტროენერგიის იმპორტში წელს ქვეყანამ ჯამში 25 მლნ დოლარამდე გადაიხადა. უშუალოდ რუსეთიდან 12.4 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაა შემოტანილი, აზერბაიჯანიდან კი თითქმის 11 მლნ დოლარის. 2024 წელს ექსპორტის მოცულობა 1 047.4 მლნ კვტსთ იყო და ძირითადად თურქეთში გავიდა. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, შარშან 14.2 მილიარდი კვტსთ ელექტროენერგია იყო ქვეყანაში გამომუშავებული, აქედან 11.3 მილიარდი კვტსთ ჰესებმა გამოიმუშავეს, ხოლო თითქმის 3 მილიარდი - თბოსადგურებმა. გამომუშავებას ტრადიციულად გადააჭარბა მოხმარებამ და 2024 წელს ქვეყანამ 15 მილიარდ კვტსთ-ზე მეტი დენი მოიხმარა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)