13:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 09:42:53, 579 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზეა.

ცნობისთვის, ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გუშინ გაჩნდა. ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics