|
2025-01-21 17:39:03, 689 ნახვა
სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლის შესახებ საჩივარი. გუშინ „საიას" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლიდა, მაშინ ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ქურდოვანიძის განცხადებით, იმ მუხლის კვალიფიცირებას, რომლითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავება, თავად აჭარის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
სოლიადრობა მზია ამაღლობელს
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)