|
2025-01-21 15:08:07, 657 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ
აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში,"ძლიერი საქართველოს" ლიდერები მონაწილეობდნენ. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებში კონგრესმენგ პეტ ჰარიგანს, ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ელჩებს და სხვა ლიდერებს შეხვდნენ. "ძლერი საქართველოს" ლიდერების მონაწილეობით, საინაუგურაციო საზეიმო მიღება გაიმართა ბობ კენედის მოწვევითაც, რომელიც სულ მალე აშშ-ს ჯამდაცვის მონისტრის თანამდებობას დაიკავებს. მიღებას ესწრებოდა CMS (ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს) ხელმძღვანელი დოქტორი მეჰმედ ოზი, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს და ამაყობს მისი წარმომავლობით. "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა ვააინგტონში ვიზიტი 10 დღის წინ, ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყეს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გრიგოლ გეგელიას შეხვედრები ჰქონდათ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონ და სხვა ცნობილ კონგრესმენებთან, ასევე სენატორ როჯერ უიკიერთან და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. "ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიღებებსა და ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)