|
2025-01-20 14:11:49, 566 ნახვა
სამართალი
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულები საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ. როგორც საბა მეფარიშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნათია გუდაძის მიერ დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდებათ, ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავენ. „ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ოქმით პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების თხოვნით. სავარაუდოდ, მოსამართლე ნათია გუდაძე დასაბუთებულ განაჩენს ჩაგვაბარებს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარვადგენთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტი ამ ბავშვებს საპატიმროში არ დატოვებს, შეიწყალებს და ისინი ოჯახებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ. პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1,6 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)