|
2025-01-20 13:48:20, 540 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქცია გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ დაკავებულ პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა მხოლოდ ჩვენი მეგობრის, კოლეგის, რეჟისორის გურამ მაცხონაშვილის მხარდაჭერის მიზნით, არამედ უკანონოდ დაკავებული 52 პირის მხარდაჭერის მიზნით, რომ სასამართლოს, მოძალადე ხელისუფლებას ვუთხრათ, შეწყვიტონ ძალადობა იმიტომ, რომ ძალადობის ყოველი ახალი ტალღა წინააღმდეგობის ახალ ტალღას გამოიწვევს. ჩვენ ვიდგებით ყოველი უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის გვერდით. ჩვენ ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე, ამიტომაც არ დავიღლებით. თუკი იწყება ტერორის ახალ რაუნდი, მაშინ ბევრად ეფექტური წინააღმდეგობის ახალი რაუნდიც დაიწყება. საზოგადოებას კი მივმართავთ და ვთხოვთ მხნეობას, მხარდაჭერასა და სოლიდარობას. წინააღმდეგობა აუცილებლად გაგრძელდება“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქციის კიდევ ერთი მონაწილის ირინა ჟორდანიას განცხადებით, საქართველოში ძალადობის ნორმალიზება ვერ მოხდება. „დღეს ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს სასამართლოს მხრიდან უკანონობის დაკანონება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნორმალიზება. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა გაგრძელდება. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაკავებულს“,-განაცხადა ირინა ჟორდანიამ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)