|
2025-01-20 11:23:17, 459 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, მთავრობის სხდომის პარალელურად, მედიის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას, ლოზუნგით - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“ მართავენ. აქციაზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი მთავრობის წევრებისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურამ დააყენოს ახალი შუამდგომლობა - მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა- უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით სახით შეიცვალოს. ისინი სკანდირებენ - „თავისუფლება მზიას“. ასევე გაშლილი აქვთ ბანერი - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ და მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებისკენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)