|
2025-01-18 18:00:01, 619 ნახვა
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ - ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ დაულუქია და ამ დრომდე შტაბში ინახება
ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც საბურთალოს შტაბთან მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები. „ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ წაუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცოტა ხნის წინ, წევრმა, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)