|
2025-01-18 16:18:45, 596 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მიიჩნევს თუ არა სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაზე საჩივარს დასაშვებად, დღეს უნდა გახდეს ცნობილი
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, 2 საათში გახდება ცნობილი, მიიჩნევს თუ არა სააპელაციო სასამართლო ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ საჩივარს დასაშვებად. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქათამაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო ადვოკატის საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს, თუმცა უფლებადამცველის თქმითვე, სასამართლოს ჯერ დასაშვებობაზეც კი არ უმსჯელია, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი 72-საათიანი ვადა მალე ეწურება. „15-ში გავასაჩივრეთ, 17:45 საათზე, დღეს გადის 72 საათი, აქამდეც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა, გუშინ საღამოს ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოდან სააპელაციოში საქმე გადაგზავნილი, არადა, შეტანიდან მაშინვე უნდა გადაგზავნილიყო. ჯერ სასამართლოს საჩივრის დასაშვებობაზეც არ უმსჯელია. წესით, 72 საათში დასაშვებობაზეც უნდა იმსჯელოს და პროცესიც ჩანიშნოს. საჩივარი დასაშვებად რომ მიიჩნიოს, როგორ ასწრებენ პატიმრის ქუთაისში ჩაყვანას, ან პროცესის ჩატარებას, საინტერესოა. გირაო გვაქვს შეთავაზებული, თუ რამე რიკს ხედავენ რომ გადაზღვეული იყოს. უძრავი ქონება, რისი დატვირთვაც შეიძლება, 137 000-ად არის შეფასებული და ამ ფარგლებში თვითონ შეუძლიათ თანხის განსაზღვრა“, - განაცხადა ქათამაძემ. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)