|
2025-01-17 16:40:21, 526 ნახვა
სამართალი
გიორგი თარგამაძე - მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი
მზია ამაღლობელი არის რეჟიმის პატიმარი, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს საქართველოში და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული და ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი თარგამაძემ შსს-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მართავენ. თარგამაძის თქმით, ჟურნალისტების ციხეში ჯდომას არავინ შეეგუება და დღევანდელი დღე სწორედ ამის გამოხატულებაა. “ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა ჩვენს საზოგადოებას“, - ამბობს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი). 14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა. ამაღლობელის დაკავებას მგმოეხმაურა მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტი და ორგანიზაცია. "რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე" და ევროკავშირმა ამაღლობელის უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. #თავისუფლებამზიას
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)