14:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 15:41:42, 512 ნახვა

მსოფლიო
რუსეთისთვის ამაღელვებელია – პესკოვი უკრაინასა და ბრიტანეთს შორის ხელშეკრულებაზე

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის "100-წლიანი პარტნიორობის" ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება. პესკოვის თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ მსგავსი აქტივობა რუსეთის საზღვრებთან "ამაღელვებელია".  

"გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენი საზღვრებისკენ მოახლოება ნამდვილად ამაღელვებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი ანალიზის ჩატარება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება" – ამბობს პესკოვი. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის კიევში ვიზიტის დროს ხელმოწერილი ხელშეკრულება ძირითადად მოიცავს უსაფრთხოების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებს. მისი მთავარი მიზანი ბალტიის, შავი და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რუსული აგრესიის შესაკავებლად ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაა.

სტარმერის თქმით, მისი მთავრობა უკრაინას ახალ მობილურ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, რომელიც სპეციალურად უკრაინის საჭიროებებისთვის იქნება შემუშავებული.

ამასთან ერთად, Sky News-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, დაეხმარება თუ არა ბრიტანეთი უკრაინას სამხედროებით, სტარმერმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მან ზელენსკისთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან უკვე განიხილა და ბრიტანეთი "თავის როლს სრულად შეასრულებს"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics