15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 09:26:19, 508 ნახვა

მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" ლიდერები - სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

ჩვენ, “დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, - ამის შესახებ “დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაშია აღნიშნული.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერების თქმით, სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გზის გახსნა, რათა დაბრუნდნენ და აღადგინონ თავიანთი სახლები,

„მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან.

„მოვუწოდებთ ირანს და მის მარიონეტებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი ამ საფრთხეების ფონზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

“დიდი შვიდეულის“ ლიდერები მხარეებს მოუწოდებენ, დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილება და უზრუნველყონ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული მუშაკების დაცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics