15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 08:41:02, 462 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას დატოვებს

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას დატოვებს.

„შეთანხმება, რომელიც ყალიბდება, არის დაუფიქრებელი“, – განაცხადა ბენ-გვირმა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება „წაშლის ომის მიღწევებს“ ასობით პალესტინელი მებრძოლის გათავისუფლებითა და ღაზაში სტრატეგიული ტერიტორიებიდან გასვლით, რაც „ჰამასს“ დაუმარცხებელს დატოვებს.

„თუ ეს დაუფიქრებელი შეთანხმება დამტკიცდება და განხორციელდება, ჩვენ, ებრაული ძალის წევრები, პრემიერ-მინისტრს გადადგომის წერილებს წარვუდგენთ“, – განაცხადა ბენ-გვირმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics