15:19 - 18 Aug, 2026
|
2025-01-17 08:11:10, 625 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
78 წლის ასაკში ამერიკელი კინორეჟისორი, საპატიო „ოსკარის“ მფლობელი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დევიდ ლინჩი არის კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმისა“ (2001) და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს ლომის“ (2006) გამარჯვებული. ის სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“. 2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა „ოსკარი“ კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის. მისი ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი იყო სერიალი „თვინ პიქსი: დაბრუნება“. დევიდ ლინჩი 2017 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. ვიზიტი დაკავშირებული იყო დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)