|
2025-01-15 16:38:01, 352 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა
უკრაინა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს კვლავ გამორიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ომის სწრაფად დასრულების“ განცხადების ფონზე, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და არ აპირებს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას წარმოადგენს. „უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა. უფრო მეტიც, უკრაინის გაწევრიანება არის ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება, მაპატიეთ ცინიზმისთვის, არის ასევე ყველაზე იაფი ვარიანტი ნატო-სთვის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სიბიგამ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)