16:34 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 14:15:37, 503 ნახვა

სამართალი
გიორგი ოკმელაშვილის მიმართ ნარკოტიკული ბრალდება შეწყდა, პოლიციელზე თავდასხმის საქმე გრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება შეწყდა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ოკმელაშვილის ადვოკატის მოთხოვნით, აღნიშნული ბრალდება ამნისტირებული მუხლის საფუძველზე გაუქმდა. პროკურატურამ აღნიშნულ შუამდგომლობას დაუჭირა მხარი, რაც სასამართლომაც დააკმაყოფილა.

ამჟამად ოკმელაშვილს ბრალდება მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაა. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე, ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ალექსანდრე ოხანაშვილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, სახის არეში იდაყვის დარტყმით დაზიანება.

სასამართლოს სხდომაზე ოკმელაშვილმა განაცხადა, რომ აქციის დროს ცდილობდა, დემონსტრანტები დაეცვა ფიზიკური ძალადობისგან, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, კონკრეტული პირი პოლიციელი იყო თუ მოძალადე. „ჩემი მიზანი იყო, დამეცვა სუსტი დემონსტრანტები“, – განაცხადა მან.

გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics