|
2025-01-15 10:06:58, 412 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაგვიგეგმავს
ირანს დონალდ ტრამპის მკვლელობა არასდროს დაუგეგმავს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ირანი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობას, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ „არა“. „არა. ჩვენ ეს არასდროს გვიცდია და ამას არც არასდროს გავაკეთებთ. ირანს ვინმეს მკვლელობა არასდროს უცდია და დაუგეგმავს. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე ვიცი“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის მზად არის. „პრობლემას დიალოგი არ წარმოადგენს. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ რის შესახებაც არ უნდა ვისაუბროთ, ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და არა პრობლემების მოგვარებას“, - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)