|
2025-01-13 11:23:29, 699 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ “მონა“ ეძახა
ჩხუბი აბუ დაბის სასტუმროში - ,,ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, რომელმაც მათ მონა უწოდა. ამის ამსახველ ვიდეოს თავად ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მოქალაქემ დეპუტატებს კვლავ "სამშობლოს მოღალატეები" ეძახა. პირველ ვიდეოში გაბიტაშვილი ურტყამს ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს. კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“. მეორე ვიდეოში გაბიტაშვილი და პარლამენტარები ერთმანეთს აგინებენ. „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“ - ეუბნება სანიკიძე გაბიტაშვილს მესამე ვიდეოში. „შენი მოღალატე დედას შ***ცი“ - ამბობს გაბიტაშვილი. ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ურტყამს ფეხს, სამხარაული კი გაბიტაშვილს - მხარსა და სახეში მუშტს. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)