|
2016-03-04 10:35:26, 1498 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: თუ ეს საკითხი დადასტუდრება, მინდა, რომ „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელმა სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, ალეკო მიქელაძემ შეკამათების გამო, ერთ-ერთ კვების ობიექტს წყლის მიწოდება შეუწყვიტა. პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხში დეტალურად გარკვევა დაავალა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული საკითხი დადასტურდება, „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს. „ ასევე მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომლის თაობაზეც საჯარო სივრცეში ინფორმაცია გაჟღერდა და შემდგომ მე მოვიკითხე ეს საკითხი. თუ არ ვცდები ეს იყო „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელის საკითხი და იქ გარკვეული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც შეკამათების შედეგად მოხდა ერთ-ერთი კვების ობიექტითვის წყლის შეწყვეტა ბათუმში. მინდა, რომ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მართვის სამინისტროს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დეტალურად გავერკვათ ამ საკითხში და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი. თუ ეს საკითხი დადასტურდება და მინდა, რომ ძალიან დეტალებში გაერკვეთ ამ საკითხში, მე მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თავისი თანამდებობა. აუტანელია და საერთოდ ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ საჯარო მოხელეების საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ იმისათვის, რომ რაღაც საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა, რომ სიმართლეში გავერკვეთ, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება. მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლოა, რომ იყოს უსაფუძლო ბრალდება, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვენ უნდა ვაჩვენოტ ყველაზე მეტი თავმნდაბლობა, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს და არ უნდა მივცეთ საბაბი არავის, რომ ასეთი ტიპის კტიკია ისმოდეს საჯარო მოხელეების მიმართ. შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმის წყლის“ დირექტორ ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)