|
2025-01-11 10:57:22, 767 ნახვა
ეკონომიკა
The New York Times გამომცემლობამ, ქუთაისი 2025 წლისთვის ტურიზმის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა
ქუთაისი, საქართველო – ამერიკული გამოცემა The New York Times ქუთაისი 2025 წლისთვის ტურიზმის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, მდიდარია ისტორიული მემკვიდრეობით და ბუნებრივი სილამაზით. სტატიის მიხედვით, ქუთაისი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების მიერ ევროპის და სხვა ქალაქებიდან პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ. ახალი ციფრული ინტერაქტიული მუზეუმის გახსნა, რომელიც ყოფილ სამეფო რეზიდენციაში განთავსდება, ქალაქის 3500-წლიან ისტორიას გააცნობს. მუზეუმში დაგეგმილი სახალხო საღამოები ტრადიციული ქართული ცეკვებითა და პოლიფონიური სიმღერებით იქნება გამორჩეული. ქუთაისი ასევე იდეალური ადგილი კავკასიის მთებისა და შავი ზღვის სანაპიროს, მღვიმეების, სასახლეებისა და სოფლების დათვალიერების დასაწყებად. თუმცა, ტურისტები შეუძლიათ ქალაქში დარჩნენ და დაათვალიერონ მისი ისტორიული ცენტრი, მათ შორის ცნობილი „მწვანე ბაზარი“, კაფეები, ბარები, რესტორნები და ძველი ეკლესიები.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)