|
2025-01-10 17:40:54, 615 ნახვა
სამართალი
რევაზ კიკნაძე მოსამართლეს - მიმალვის საფრთხეო! ვის უნდა დავემალო?! ყველას ვეტყოდი, აი, ეს მე ვარ!
პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძე თავს უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მან უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა მისი და კიდევ 10 ბრალდებულის საქმე განიხილება - მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მათ პატიმრობაში დატოვებს თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას. პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე: „მიმალვის საფრთხეო! რას უნდა დავემალო?! - მაგასაც ვერ ვხვდები. მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ... ჯგუფური ძალადობაო! - ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში... ეს კარგი და პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოზე ვნახე, შეხებაც არ მქონია - 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მქონია... შეზღუდვებს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ. უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, რატომ უნდა ვიხადო? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდი. ასევე სხვა ადგილებში მისვლასთან დაკავშირებით - ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)