|
2025-01-10 14:11:37, 703 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ყოველი მე-4 ადამიანი პენსიონერია
საქართველოში პენსიონერთა წილი მთლიან მოსახლეობაში მუდმივად იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ასაკით პენსიონერთა რიცხვმა 10,2%-ით მოიმატა. საერთო ჯამში კი, მათი რაოდენობა, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთელი მოსახლეობის 23%-ს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10 წელიწადში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 3.694 მლნ ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, ქვეყანაში სულ 864 312 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 23.4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერთა რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება. მაგალითად, 2020 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 783 705 იყო (მთლიანი მოსახლეობის - 21%), 2021 წელს - 793 751-მდე გაიზარდა (მთლიანი მოსახლეობის - 21.2%), 2022 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 808 326 ადამიანი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის - 21.9%), 2023 წელს კი ქვეყანაში 838 097 ასაკით პენსიონერი იყო (მთლიანი მოსახლეობის - 22.4%). საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 3 716 900 ადამიანი ცხოვრობდა, 2021 წელს - 3 728 600; 2022 წელს - 3 688 600, 2023 წელს კი 3 736 400 ადამიანი. სპეციალისტთა აზრით, საგანგაშო არა პენსიონერების რიცხვის ზრდა, არამედ ისაა, რომ მათი წილი მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება.
ბოკუჩავა - ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, საქართველოს დასავლეთი არ მიატოვებს
აშშ-მ ირანის დასარტყმელად „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
რუსეთში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებმა თავდასხმა განახორციელეს, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)