|
2025-01-10 11:21:31, 538 ნახვა
სამართალი
საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ისეთი დარბაზია შერჩეული, სადაც არა მხოლოდ ბრალდებულების ოჯახის წევრები ვერ ეტევიან, არამედ ადვოკატებიც. უფლებადამცველებს სხდომათა დარბაზში დამატებითი მაგიდები დაუდგეს. "ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. არსებობს დარბაზი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოება დაესწროს, თუმცა, იქ არ ატარებენ პროცესს. ტექნიკური საკითხების გამო ვერ ხერხდება პროცესის დაწყებაო, ამბობენ",- განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა. არსებულ ვითარებას "მაგიდების დარბაზი" უწოდა კიდევ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. "მაგიდების დარბაზი. რაც ამ წუთებში სასამართლოში ხდება, პირველ რიგში სასამართლოს შეურაცხყოფაა, შემდეგ მხარეების და ამავდროულად ყველა იურისტის. 11 - პირიანი საქმე იწყება რამდენიმე წუთში, თუმცა სასამართლო ყველაფერს ცდილობს, რომ 150- კაციან დარბაზში არ გამართოს პროცესი. ორი დამატებითი მაგიდა შემოიტანეს ადვოკატებისთვის, თითქოს, კომფორტულად შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას. პროცესის საჯაროობაზე და ხალხზე ვინღა ფიქრობს",- აცხადებს ცუცქირიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)