|
2025-01-08 15:28:34, 610 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პასპორტის მფლობელებს 122 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა
გლობალურმა საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-მა პასპორტების 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველო მოლდოვასთან ერთად 44-ე ადგილს ინაწილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პასპორტის მფლობელებს 122 ქვეყანაში ან ტერიტორიაზე შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ ოდნავ გაიუმჯობესა პოზიცია, ბოლო ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, ტაილანდი იყო. კერძოდ, ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისს აამოქმედა.
რაც შეეხება Henley & Partners-მა პასპორტების ინდექსის თანახმად საუკეთესო ქვეყნებს, მათი შემადგენლობა 2025 წელს უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. განახლებული რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილს ისევ სინგაპური იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც 195 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. 15-ეულში შემავალი დანარჩენი ქვეყნები არიან:
იაპონია - 193 ქვეყანა ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი - 192 ქვეყანა ავსტრია, დანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი - 191 ქვეყანა რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი და რუსეთი 46-ე ადგილს ინაწილებენ, რომელთა პასპორტითაც 116 ქვეყანაშია უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელი, აზერბაიჯანი 70-ე ადგილზე - 72 ქვეყნით, სომხეთი 74-ე ადგილზე - 68 ქვეყნით.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)