|
2025-01-08 12:40:19, 605 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 7.6 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციისა და სარეკლამო მომსახურებისთვის 7.6 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია სარეკლამო აქტივობები, რომლებიც აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გულისხმობს საერთაშორისო და სამიზნე ქვეყნებში.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის, რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო მასალების, ფოტომომსახურების და სარეკლამო ვიდეო რგოლების შექმნა. ასევე, შეიმუშავდება სპეციალური სახელმძღვანელოები და გაიდები, რომლებიც სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაეხმარება ტურიზმის სფეროში მომუშავე პირებს. პროექტის ბიუჯეტი განაწილებულია შემდეგნაირად: • სარეკლამო აქტივობები – 3 500 000 ლარი • ტურიზმის სტიმულირება და პრეზენტაციები – 1 770 000 ლარი • ღონისძიებების, მასტერკლასების და ექსპედიციების ორგანიზება – 450 000 ლარი • საინფორმაციო ბროშურებისა და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა – 150 000 ლარი • ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო სერვისების დაჯილდოება – 200 000 ლარი • ფოტომომსახურებები – 300 000 ლარი • სტატისტიკური კვლევები და საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმაზე მონაცემთა შეგროვება – 60 000 ლარი აღნიშნული ღონისძიებები დაგეგმილია მიმდინარე წლის განმავლობაში, იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)