19:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 23:44:18, 606 ნახვა

პოლიტიკა
რუსთაველზე შობას ხვდებიან სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივიდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას თბილისის სხვადასხვა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ალილოს მსვლელობის მონაწილეები შემოუერთდნენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. მასთან ერთად იმყოფება მისი ქალიშვილი ქეთევან გურჯესტანი.

 „აქ დღეს ვდგავართ ერთად. შობა ღამეს ერთად ვდგავართ და მგონი, ესაა მთავარი განცდა, რაც გვაერთიანებს. ერთიანობა არის ის, რამაც საქართველო გადაარჩინა საუკუნეების მანძილზე. ეს თუ შევძელით, ასეთი გაერთიანება, არამხოლოდ დღესასწაულებზე, ყოველ დღე ამ 40 დღის მანძილზე და კიდევ რამდენიც საჭირო იქნება,ესაა გამარჯვება და ის, რამაც საქართველო მოიყვანა დღემდე“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა, 

პროტესტის მონაწილეები ადგილზე ერთმანეთს ტკბილეულითა და ნამცხვრებით უმასპინძლდებიან. შობის დადგომისას კი ისინი საყოველთაო "ალილოს" შესრულებას აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics