|
2025-01-06 16:37:35, 714 ნახვა
ეკონომიკა
სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულებების ამოქმედება გადაიდო
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელ მარტამდე შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება უჩნდებოდათ, თუმცა ახლა ირკვევა, რომ გადაწყვეტილება გადავადდა. სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელ მარტამდე შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება უჩნდებოდათ, თუმცა ახლა ირკვევა, რომ გადაწყვეტილება გადავადდა. გადაწყვეტილებას სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, 700-ზე მეტმა ექიმ-სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართეს და „უსგ“ ქულებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება მოითხოვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტომატოლოგები სრულად ეთანხმებოდნენ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნებს, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის. მაშინ სფეროს წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ მედიკოსებისთვის ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)