08:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 13:07:07, 500 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის ღამეს ალკოჰოლთან დაკავშირებული 64 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო 33 გამოძახება შევიდა. 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გაავრცელა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, დაფიქსირდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებების 25 შემთხვევა, ხოლო 20 პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია.

112 ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული 208 ზარი დაფიქსირდა. ამ მიზეზით საავადმყოფოში 64 ადამიანი გადაიყვანეს. რეგიონებში კვებით და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზირებულია 67 პაციენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics