22:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 15:37:10, 437 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას

„თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის - ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!“ - ამასთან დაკავშირებით  პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დემონსტრაციების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ ეხებათ და აღნიშნა, რომ XI მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეპრესიული არ არის და ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„ეს აკრძალვა იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ისეთი პროვოკაცია ჩაიდინოს, რომელიც საქართველოს ისეთ სისხლისღვრასთან მიიყვანს, რაც მაიდანზე ვიხილეთ და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია და ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები.

ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics