22:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 10:54:55, 350 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესის პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით ისეუბრა,მისი თქიმით არ შეიძლება ბიზნესი შეიჭრას პოლიტიკაში, ისევე, როგორც სახელმწიფო არშეიძლება ჩაერიოს ღრმად ბიზნესში. მისივე თქმით აღნიშნა, 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრებოდა შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ყველა თემაზე შედგა საუბარი.

„ჩვენ ყველაფერზე გვქონდა საუბარი ამ ადამიანებთან, ჩვენი პრინციპები კიდევ ერთხელ გავუზიარეთ მათ. ბიზნესი არის თავისუფალი და დარჩება თავისუფალი, ეს არის 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და მიღწევა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი თვისებრივად არ ჩაერიოს ისეთ პოლიტიკურ საკითხებში, რომელიც არის თვისებრივად, თავისი არსით პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. როგორც არ შეიძლება, სახელმწიფო ერეოდეს ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე ანალოგიურად არ შეიძლება, პირდაპირ შეიჭრას ბიზნესი პოლიტიკაში, ეს არის ზოგადი პრინციპი. ჩვენთვის არავითარი არსებითი ზიანის მოტანა არ შეუძლია ასე პირდაპირ შეჭრას ბიზნესის მხრიდან პოლიტიკაში, მაგრამ ზოგადად პრინციპები არის დასაცავი", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics