20:11 - 18 Aug, 2026
|
2024-12-30 10:22:29, 427 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შედეგად, ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49,09 პროცენტი აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დრაგან პრიმორაკმა კი 19.35 პროცენტი. „ვიბრძოლებ კანონის უზენაესობისთვის“, – აღნიშნა მილანოვიჩმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)