20:11 - 18 Aug, 2026
|
2024-12-29 08:59:12, 457 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, 96 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია, სულ მცირე, 96 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ამ დროისთვის ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ერთი ეკიპაჟის წევრი და ერთი მგზავრი. Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)