|
2024-12-26 11:29:17, 577 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზას სექტორზე ისრაელმა თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიკოსების განცხადებით, იერიშის შედეგად არიან დაშავებულებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მათივე ცნობით, ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე დარტყმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20 პირი კი დაშავებულია. სამედიცინო პერსონალის ვარაუდით, უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მსხვერპლია ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილზე მიტანილი იერიშის შედეგადაც, სადაც 5 ჟურნალისტი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აღნიშნულ ავტომობილზე იყო წარწერა, რომ სატრანსპორტო საშუალება მედიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)