|
2024-12-26 11:13:11, 564 ნახვა
მსოფლიო
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სირიის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით დაპირისპირების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში „კომენდანტის საათი“ დააწესა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)