19:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 17:11:32, 614 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ მოქალაქეების კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" სპეციალურად შექმნილი ყალბი გვერდის გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებით სარეკლამო განცხადებები  განათავსეს. შემდეგ კი პროდუქციის შეძენის მსურველ პირებს  თითქოსდა გასაყიდი ნივთების საფასურის თანხა  წინასწარ გადაახდევინეს, ხოლო  მათ მიერ შეძენილი პროდუქცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ქმედებით 17 დაზარალებულს ჯამში 15 610  ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

ორივე პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის  მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად  7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულთა გამოვლენის და დანაშაულის გამოაშკარავების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics