|
2024-12-24 11:14:41, 401 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა
ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა - საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. „გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარე დაირგო - სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახის საფარი. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი - ახალი სტადიონი მოეწყო. საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა. უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3 მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. 4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებული კონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა. დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარები გამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა. გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამების ფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია. ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა. პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)