|
2024-12-24 10:08:08, 409 ნახვა
საზოგადოება
WeChat-ში, ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალური მედიის პლატფორმაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური ანგარიში გაიხსნა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ პოპულარულ ჩინურ პლატფორმა WeChat-ზე ანგარიში გახსნა, რათა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალი ჩინელ მომხმარებლებს გააცნოს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, WeChat, რომელიც 1.3 მილიარდზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალფუნქციური პლატფორმაა და კომუნიკაციის, სერვისებისა და მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ახალი ანგარიშის საშუალებით, სააგენტოს შეუძლია მარტივად და ეფექტიანად გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ, გააუმჯობესოს ტურისტებთან და სააგენტოებთან კომუნიკაცია და გააღრმაოს ცნობადობა ჩინურ ბაზარზე. „აღსანიშნავია, რომ WeChat Facebook-ის მსგავსი სოციალური პლატფორმაა, რომელიც ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული და ჩინელი მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძირითად საკომუნიკაციო ქსელს წარმოადგენს. WeChat-ის ანგარიშის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური მიმართულების პოპულარიზაციას, ჩინელი ტურისტების დაინტერესებას და, შესაბამისად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)