|
2024-12-22 14:12:53, 1356 ნახვა
სხვადასხვა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ 16-ე პაკეტს ამუშავებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებას გეგმავს 2025 წლის თებერვალში ომის დაწყების მესამე წლისთავისთვის. მასზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, იტყობინება ყოველკვირეული Welt am Sonntag ბრიუსელში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით. ეს იქნება სანქციების მე-16 პაკეტი. როგორც ევროკავშირის დიპლომატებმა აღნიშნეს, ზომები მიზნად ისახავს „მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას“. პაკეტი ითვალისწინებს სადამსჯელო ზომებს რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების მიმართ, „რომლებიც ჯერ არ დაზარალდნენ ან არასაკმარისად დაზარალდნენ“. გარდა ამისა, ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით სანქციებს იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მიჩნეულნი არიან „რუსული რეჟიმის პროპაგანდისტებად“ და პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე. ევროკომისია და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური ასევე გეგმავენ მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში და დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულ პირებზე, მათ შორის გერმანიის მიმართ. ამავდროულად, ბრიუსელი აღიარებს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდულ თავდასხმებში“ ასეთი პირების მონაწილეობის თვალყურის დევნების და შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების სირთულეს. ამასთან დაკავშირებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დამტკიცდება თუ არა სანქციები ჯაშუშობისა და დეზინფორმაციისთვის 24 თებერვალს, აღნიშნავს Welt am Sonntag.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)