10:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 11:05:44, 571 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი.

ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ-ში. ხვალ კი, თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით +20 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო ღამით- + 5 გრადუსი სითბო.

პარასკევს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე მიაღწევს. შაბათს დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსამდე დაიწევს, ღამით კი, +10 გრადუსი სითბო იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მომდევნო დღეებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. სამი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა კვირის ბოლოს წივმაა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics