|
2016-03-02 10:42:14, 695 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, მაგდა პაპიძეს მისი შვილი ცოცხალი ჰგონია
გამორიცხული არ არის, მაგდა პაპიძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. როგორც პაპიძის ადვოკატი მარიამ ფხალაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, ამ ეტაპზე მოცემულობა არ არსებობს იმისა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხი დააყენონ, თუმცა თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება, ექსპერტიზაზე იფიქრებენ. კერძოდ, ადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძეს ჰგონია, რომ მისი შვილი ცოცხალია და ითხოვს, მას სასაფლაოს ფოტო აჩვენონ. "ითხოვდა ციხის ადმინისტრაციისგანაც და ჩვენგანაც, რომ შეგვეგზავნა მისთვის მისი შვილის სურათები, თუკი ის გარდაცვლილი იყო. პოზიცია იყო ასეთი, რომ მე კარგად მახსოვს, რომ ჩემი შვილი ჯერ იყო თბილი, როცა მე იქ დავტოვე. ამ ეტაპზე არ გვაქვს ის მოცემულობა, რომ დავაყენოთ მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, თუკი არ შეიცვლება მდგომარეობა და რაღაცა უარესობისკენ წავა სიტუაცია, შემდეგ შევხედავთ", - განაცხადა მარიამ ფხალაძემ. შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. რამდენიმე კვირის წინ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)