|
2024-12-16 09:32:02, 497 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული
ისრაელმა ღაზაზე საჰაერო და სახმელეთო იერიში მიიტანა - თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორისაა ტელეკომპანია Al Jazeera-ს ვიდეოჟურნალისტი აჰმედ ალ-ლუჰი, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, ჟურნალისტი და სამედიცინო პერსონალი. ისრაელელი სამხედროების განცხადებით, მათმა საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ჩრდილოეთში ათობით მებრძოლი მოკლეს, სხვები კი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, საჰაერო იერიში იყო განხორციელებული ღაზას ქალაქ ხან-იუნისზეც, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარზე თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ქალაქ ბეით-ჰანუნის მცხოვრებლები აცხადებენ, ისრაელელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს სკოლას, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები თავს აფარებდნენ და მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)