2024-12-12 14:40:09, 442 ნახვა
საზოგადოება
IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მართავენ
IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს შენობამდე მსვლელობას მართავენ.
მათ ადგილზე საქართველოს, ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერი აქვთ მიტანილი.
„IT და ტექკომუნის ხალხის პროტესტი კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა გაისმას იმიტომ, რომ რეალურად ეკონომიკა დგას ამ ხალხზე და ამ ეკონომიკით, ამ შექმნილი ფულით ხალხს არბევენ, იჭერენ და აწამებენ. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი დაჭერილია დღესაც. ჩვენ მოვითხოვთ ამ ხალხის გათავისუფლებას და ხელახლ არჩევნებს. რათა შეიქმნას დამოუკიდებელი, დემოკრატიული მთავრობა და წავიდეთ წინ ევროპისკენ“,- უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „TV პირველს“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,